ადგილის ტოპონიმიკა

“ღარიბაღელე’’ მდებარეობს ქ. ხაშურის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ქალაქის განაპირას. იგი მიწისქვეშა მინერალური წყალია, რომელიც ხმელეთის ზედაპირზე წყაროს სახით გამოდის და გროვდება ტბისმაგვარ ქვაბულში, წარმოქმნის ლოკალურ დაგუბებას.

ქალაქის სახელწოდებაც ამ წყლებიდან მომდინარეობს.
პირველი ვერსიით, ადრეულ ხანაში ღელე უფრო დიდი და წყალუხვი იყო. როცა აღმწერლებმა დააფიქსირეს, იგი უკვე შემცირებულია – ,,ღარიბია’’. ამიტომაც დაერქვა მას ,,ღარიბაღელე’’.
მეორე ვერსიით, აღნიშნულ წყალში არ სულდგმულობს არანაირი ცოცხალი არსება – არც თევზი, არც ჭია, არც მცენარე. აქედან გამომდინარე, ღელე ,,ღარიბია’’.
მესამე ვერსიით, ქალაქის სახელწოდება ამ წყლებიდან მომდინარეობს. როგორც აღვნიშნეთ, ადრეულ ხანაში მინერალური წყლის მარაგი დიდი იყო. მისი ამოშრობის შედეგად დარჩა მლაშე, მარილიანი ნიადაგები. ,,ხაშური’’ მარილიან, მლაშე ნიადაგს, ადგილს ნიშნავს. ამიტომ ამ მიდამოებს ხაშური დაერქვა.მოგვიაანებით არნიშნული ადგილების ახლოს გაჩნდა დასახლებული ადგილები, რომელსაც ხაშური უწოდეს.
სულხან–საბა ორბელიანი თავის ჩანაწერებში განმარტავს: ,,ხაშური – მლაშე წყლის მარილი, განა რაც წყლისა და ტბისაგან მარილის მსგავსი რამ გამოვა : შაბი, ბავრუკი, გვაჯილა და მისთანანი.’’

2 comments:

  1. ყოჩაღ ძალიან საინტერესოა...

    ReplyDelete
  2. დარწმუნებული ვარ, ამყად ათვალიერებთ კომენტარებს. მეც ვუერთდები თქვენს სიხარულს. ალბათ, არასდროს დაგავიწყდებათ ,,ღარიბაღელე''.

    ReplyDelete